მსახიობ ნუგზარ ყურაშვილის ქალიშვილი, თამუნა ჟურნალ „თბილისელებთან“ მამის გარდაცვალების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ეს მოულოდნელი იყო ოჯახისთვის:
„ძალიან მოულოდნელი და მტკივნეული იყო ის, რაც მოხდა. ასეთ რამეს არ ველოდით, რადგან მამა თავს კარგად გრძნობდა. ფიზიკურად მშვენივრად გამოიყურებოდა და არც ჯანმრთელობის მდგომარეობა აწუხებდა. სამწუხაროდ, ბოლო თვენახევარში ყველაფერი შეიცვალა. ღვიძლზე მეტასტაზი წავიდა და მოვლენები ძალიან სწრაფად განვითარდა, იმუნოთერაპია უნდა დაეწყო, მაგრამ უცებ ძალიან დასუსტდა. ანალიზებში იმდენად ცუდი მაჩვენებლები ჰქონდა, რომ ორგანიზმი ვერ გაუმკლავდებოდა, ამიტომ ვეღარ გავუკეთეთ…
ბოლოს უკვე ძალიან ცუდად იყო. ჯერ სახლში გვეწვინა, შემდეგ კლინიკაში გადავიყვანეთ და ფაქტობრივად, თვალსა და ხელს შუა დადნა. ისე წავიდა პროცესები, რომ სამწუხაროდ, ვეღარ ვუშველეთ.
მოახერხეთ მასთან გამომშვიდობება?
ფაქტობრივად, ოჯახი კლინიკაში ვცხოვრობდით. თუმცა გამომშვიდობებას რაც შეეხება, რთულია ამის თქმა და ამაზე ფიქრიც რთული იყო, რადგან ბოლომდე მაინც არ ვუშვებდით, რომ შეიძლებოდა, ეს მომხდარიყო…
