LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სეს-მა 5 ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერა

108

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასულ კვირას სხვადასხვა პროფილის  ბიზნესოპერატორის სახელმწიფო კონტროლი განახორციელა.  მთელი ქვეყნის მასშტაბით 211 ინსპექტირება ჩატარდა, მათ შორის, თბილისში ინსპექტირებულია 59 ბიზნესოპერატორი;  ზედამხედველობა განხორციელდა 9 ბიზნესოპერატორთან.

ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სურსათის/სასმელი წყლის 46 ნიმუში/სინჯი.

დოკუმენტურად შემოწმდა 190 ობიექტი (36 ბიზნესოპერატორი თბილისში),  მათ შორისაა საზოგადოებრივი კვების ობიექტები, აგრარული ბაზრები, ხორცისა და ხორცპროდუქტების,  პურფუნთუშეულისა და სხვ. სურსათის  მწარმოებლები და სარეალიზაციო ობიექტები; საბავშვო ბაღისა და სკოლის ბუფეტები, სასაწყობე მეურნეობა, მარკეტები.

შემოწმების შედეგად გამოვლენილი კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობების  გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დააჯარიმა 36 მეწარმე, მათ შორის, ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის დაჯარიმდა 1 სუბიექტი, საწარმოო პროცესი შეუჩერდა 5 ბიზნესოპერატორს.

სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტო შედეგებს პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები