სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გასულ კვირას სხვადასხვა პროფილის ბიზნესოპერატორის სახელმწიფო კონტროლი განახორციელა.
მთელი ქვეყნის მასშტაბით 226 ინსპექტირება ჩატარდა, მათ შორის, თბილისში 79 ბიზნესოპერატორია ინსპექტირებული; ზედამხედველობა განხორციელდა 8 ბიზნესოპერატორთან. ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია სურსათის 64 ნიმუში.
დოკუმენტურად შემოწმდა 295 ობიექტი (112 ბიზნესოპერატორი თბილისში), მათ შორისაა საზოგადოებრივი კვების ობიექტები, ხორცისა და ხორცპროდუქტების, რძის, რძის პროდუქტების, თევზის, პურფუნთუშეულისა და სხვ. სურსათის მწარმოებლები და სარეალიზაციო ობიექტები; საბავშვო ბაღისა და სკოლის ბუფეტები.
შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დააჯარიმა 63 ბიზნესოპერატორი, საწარმოო პროცესი შეუჩერდა 23 ბიზნესოპერატორს.
სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტო შედეგებს პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას.