LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სესხის გამცემ სუბიექტებს სებ-ში რეგისტრაციის ვადა გაუხანგრძლივდათ

lari954_2018-08-20_Pro1bQqjVu

სესხის გამცემ სუბიექტებს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის ვადა 30 აპრილამდე გაუხანგრძლივდათ, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, არჩილ მესტვირიშვილის ბრძანებაშია ნათქვამი.

„სესხის გამცემ სუბიექტს სარეგისტრაციო დოკუმენტების/ინფორმაციის ეროვნულ ბანკში წარდგენის შემდეგ შეუძლია განახორციელოს სესხის გაცემასთან/დაფარვასთან/ამოღებასთან დაკავშირებული ოპერაციები ეროვნული ბანკის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ამოქმედებამდე. სესხის გამცემ სუბიექტს, რომელიც სარეგისტრაციო დოკუმენტებს/ინფორმაციას საქართველოს ეროვნულ ბანკში ზემოაღნიშნულ ვადაში არ წარადგენს, 2019 წლის 30 აპრილამდე პერიოდში ექნება მხოლოდ 2019 წლის 1 იანვრამდე გაცემული და მის ხელთ არსებული სესხის/კრედიტის დაფარვასთან/ამოღებასთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელების უფლება,“-აღნიშნულია ბრძანებაში.

ცნობისთვის, თავდაპირველი პროექტის მიხედვით, აღნიშნულ სუბიექტებს სარეგისტრაციოდ ვადა 31 მარტამდე ჰქონდათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g