LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სესხის განულების შემდეგ პირი კრედიტ ინფოს „შავ სიაში“ ნეგატიური სტატუსით არ დარჩება – ლაშა ხუციშვილი

ლაშა ხუციშვილი

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, სესხის განულების შემდეგ პირი კრედიტ ინფოს „შავ სიაში“ ნეგატიური სტატუსით არ დარჩება, თუმცა შეძლებს თუ არა ის ახალი სესხის აღებას, გარკვეულ გარემოებაზე იქნება დამოკიდებული.

„ახალი სესხის აღება დამოკიდებული იქნება ამ პირის და კრედიტის გამცემის ახალ შეთანხმებაზე იმ რეგულაციების ფარგლებში, რომელიც შემოღებულია პასუხიმგებლიანი დაკრედიტების სისტების შემოღებით“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

მისივე განმარტებით, ე.წ. შავ სიაში მოქალაქეების განმეორებით მოხვედრის თავიდან აცილებას ახალი რეგულაციები უზრუნველყოფს.

ხუციშვილის განმარტებით, კონკრეტული პირისთვის ხდება ყველა სესხის ჩამოწერა, რომლის ძირიც 2000 ლარს არ აღემატება, განურჩევლად სესხის რაოდენობისა სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებში.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ე.წ. „შავ სიაში“ მოხვედრილ 600 000-ზე მეტ მოქალაქეს საბანკო დავალიანება გაუნულდება. საუბარია ჯამში მილიარდნახევარი ლარის განულებაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g