LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიძინა ივანიშვილის გვერდი სესხების განულებასთან დაკავშირებით ვიდეორგოლს ავრცელებს

ses

“პასუხისმგებლიანი დაკრედიტების კვლადაკვალ, ცხადდება ერთჯერადი სოციალური აქტი” – ამ სიტყვებით იწყება საინფორმაციო ვიდეორგოლი, სესხების განულების შესახებ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის “ფეისბუქ” გვერდი ავრცელებს.

ვიდეოში განმარტებულია, რომ თუ თქვენ 2018 წლის 1 იანვრამდე, სესხის ვადაგადაცილების გამო, შავ სიაში მოხვდით და ფინანსური ვალდებულება არ აღემატება 2000 ლარს, 2018 წლის 15-31 დეკემბრის პერიოდში, თქვენი ფინანსური ვალდებულება განულდება. ვალების ჩამოწერასთან ერთად, თქვენ შავი სიიდანაც ამოგიღებენ.

ვიდეორგოლში ასევე ნათქვამია, რომ 600 000-ზე მეტ მსესხებელს, აღნიშნული აქტი, ფონდი “ქართუს” მეშვეობით შეეხო.

“ერთად დავიწყოთ ცხოვრება სუფთა ფურცლიდან” – მოუწოდებენ საზოგადოებას ვიდეორგოლიდან, რომელიც “ქართული ოცნების” ლოგოთი მთავრდება.

შეგახსენებთ, აღნიშნული ინიციატივა, 19 ნოემბერს, პრემიერმა მამუკა ბახტაძემ გააჟღერა. “სოციალური აქტი” ომბუდსმენის და არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკის საფუძველი გახდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები