LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სეტყვა ბოლნისსა და კახეთში – განადგურებულია სასოფლო-სამეურნეო სავარგულები

203

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბანში უხვმა ნალექმა და სეტყვამ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები გაანადგურა. სეტყვა რამდენიმე წუთს გაგრძელდა.

ზარალის დათვლას გამგეობაში ხვალ დილიდან დაიწყებენ.

სეტყვამ საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა გურჯაანის სოფელ ბაკურციხეშიც. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის არჩილ ხანდამაშვილის  ინფორმაციით, ალაზნის ველზე მდებარე სასოფლო-სამეურნეო სავარგულები არ დასეტყვილა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები