LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სეტყვა კახეთში – წინანდალსა და კისისხევში საკარმიდამო ნაკვეთები და ხეხილი დაზიანდა

116

სოფელ წინანდალსა და კისისხევში სეტყვა მოვიდა. სეტყვამ, რომელიც რამდენიმე წუთს გაგრძელდა, საკარმიდამო ნაკვეთები და ხეხილი დააზიანა.
თელავის მუნიციპალიტეტის მერის შოთა ნარეკლიშვილის განცხადებით, მოსავლის 10% დაზიანებულია.

„ადგილზე უკვე იმყოფებიან მერიის წარმომადგენლები და ზარალის შესახებ ზუსტ ინფორმაციას ადგილზე არკვევენ,“ – განაცხადა ნარეკლიშვილმა.

წელს კახეთში ეს სეტყვის პირველი შემთხვევაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g