სეტყვამ თელავის მუნიციპალიტეტი დააზარალა. მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, ზარალის ოდენობის შესახებ ჯერ ინფორმაცია არ აქვთ.
“ამ ეტაპზე ვიცით, რომ დაისეტყვა რამდენიმე სოფელი. ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია. უხვი ნალექი და სეტყვა იყო თელავშიც“, – განაცხადა მერმა.
სეტყვამ ზარალი ვარდისუბანს, კურდღელაურს, შალაურსა და კისისხევს მიაყენა.