დროებით ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორის, მიხაილ რაზვოჟაევის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც, მინიმუმ, 3 ადამიანი დაიღუპა 100-მდე კი დაშავდა.
რუსეთის საჰაერო თავდაცვამ რაკეტა უჩკუევკას სანაპიროზე, ხალხის სიახლოვეს ჩამოაგდო, შესაბამისი ინფორმაცია „ტელეგრამ“ არხებზე ვრცელდება.
რამდენიმე რუსული „ტელეგრამ“ არხის ცნობით, თავდასხმის შემდეგ ყირიმის ხიდი დაიკეტა.