LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სეზონის ყველაზე უჩვეულო ფორმები (ფოტო)

137

საფეხბურთო სეზონი ეროვნულ ჩემპიონატებში მალე დაიწყება. გუნდები, როგორც წესი, ახალ სეზონს ახალი ეკიპირებით ხვდებიან. ზოგიერთი მართლაც რომ ზედმეტად ინდომებს და ღიმილისმომგვრელი მოკაზმულობით გამოდის. აგერ ვნახოთ ასეთი ორიგინალური გუნდები.

 

ჰაიდუკი, ხორვატია

კლუბმა მესამე კომპლექტისგან მთელი ისტორიის შექმნა გადაწყვიტა. მაისურებზე გულშემატკივრების სახელები აწერია, რომლებმაც კლუბის წევრობისთვის 250 ევრო გადაიხადეს. არადა, ათასობით ადამიანია.

 

ხოლშტაინ კილი, გერმანია
მეორე ბუნდესლიგის კლუბმა 1900 წლის კილის ბუხტის რუკა გამოსახა.

 

ჰადერსფილდი, ინგლისი
თითქმის ასი წლის წინანდელმა ინგლისის ჩემპიონმა პრემიერლიგაში დაბრუნების აღსანიშნავად მესამე ფორმაზე რაღაც ხარვეზები დაიტანა.

 

ამერიკა, მექსიკა
მექსიკელებს ტრადიციულად უყვართ კაშკაშა მორთულობა. ხორხე კამპოსის ფორმა გახსოვთ? თუმცა ეს შედარებით თავშეკავებულია.

 

ბორუსია დორტმუნდი, გერმანია
ნეტა რომელ მაღაზიაში იყიდეს ასეთი ფორმა დორტმუნდელებმა?

 

სანკტ-პაული, გერმანია 
Under Armour-მა ჰამბურგის კლუბისთვის აგურის კედელი შეარჩია. მესამე ფორმა კი ეტყობა უბრალოდ სახმედროებისგან გადმოიღეს.

 

უიკომი, ინგლისი

როდესაც ირლანდიური ფირმა O’Neills-ის დიზაინერებმა შეკვეთა მიიღეს, მოეგონებინათ რაღაც ისეთი, რაც მეტოქეს თავგზას აუბნევს, მიხვდნენ: ეს განსაკუთრებული გამოვა. მესამე დივიზიონის კლუბში სამეცნიერო კვლევებსა და თავდამსხმელების ზემოქმედებაზე ალაპარაკდნენ…
„ეს მე უფრო დიდ მხდის, ერთი სული მაქვს ამ ფორმას როდის ვატარებ, თუმცა შეიძლება ამან მეტოქის ლანძღვა გამოიწვიოს და ქომაგებმა ქოქოლა დამაყარონ“, – ამბობს გუნდის მეკარე, რომელიც ასეთ ფორმაში ყოველ უქმეებზე გამოჩნდება.

 

ნაგოია გრამპუსი, იაპონია
იაპონელები ხომ საერთოდ დიდი გამომგონებლები არიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g