LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სფფ ცხადაძის კომისარიატში დაბარებას გამოეხმაურა

107

რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას რუსეთის სამხედრო კომისარიატში კახა ცხადაძის დაბარების თაობაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ეხმაურება. აღნიშნული ინფორმაცია გაკვირვებას იწვევს, რადგან ცხადაძე არასდროს ყოფილა რუსეთის მოქალაქე.

”სრულიად გაუგებარია გავრცელებული ინფორმაცია, რადგან კახა ცხადაძე რუსეთის მოქალაქე არასდროს ყოფილა. იმ მისამართზე, რა მისამართიც წერია ნაკრების მწვრთნელი 15 წლის წინ, 2000 წელს ცხოვრობდა”, – აცხადებენ ფედერაციაში.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის კახა ცხადაძის რუსეთის სამხედრო კომისარიატში დაბარების შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი ფოტომასალა რუსულმა საიტებმა გაავრცელეს.

გამოძახების მიზეზი სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებული მონაცემების დაზუსტებაა. დოკუმენტი გაგზავნილია მისამართზე, სადაც ცხადაძე 2000 წლის შემდეგ აღარ ცხოვრობს. ბინა, რომელიც ქართვეკმა ფეხბურთელმა მოსკოვის “დინამოსგან” მიიღო, 15 წლის წინ გაყიდა.

შეგახსენებთ, რომ კახა ცხადაძე ფეხბურთელობისას ორ მოსკოვურ გუნდში – “დინამოსა” და “სპარტაკში” თამაშობდა. ასევე გამოდიოდა ჯერ სსრკ-ის, შემდეგ კი დსთ-ის ნაკრებებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები