LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სფფ-ს ახალი აღმასკომი არჩეულია

124

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობამ აღმასკომის წევრები აირჩია.

რიგით 25-ე რიგგარეშე ყრილობა სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” გაიმართა.

ყრილობა სფფ-ის პრეზიდენტმა გახსნა, დელეგატებმა და სხვა დამსწრე საზოგადოებამ წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს, რამდენიმე დღის წინ ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელის, თენგიზ ფერსელიძის ხსოვნას.
18 ნოემბერი ქართულ ფეხბურთში დიდი გამარჯვების დღეა, ზუსტად ამ დღეს 1964 წელს თბილისის დინამომ პირველად მოიპოვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული. ამ ფაქტთან დაკავშირებით ლევან კობიაშვილმა ვეტერან დინამოელებს, ილია დათუნაშვილსა და ვლადიმერ ბარქაიას, საჩუქრები გადასცა.

ფეხბურთის ფედერაციის დელეგატების არჩევანით აღმასკომის წევრები გახდნენ ალექსანდრე იაშვილი, ნიკოლოზ ჯღარკავა, აკაკი ალადაშვილი, კახა ჭუმბურიძე, ბესიკ ჩიხლაძე, რომან ფიფია, თენგიზ სულაქველიძე, ნინო სორდია, ილია ინჯია და გოჩა ჯამარაული.

ხმის მიცემის პროცედურაში 34-მა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა. ახალი აღმასკომი 18 კაცის ნაცვლად 11-კაციანი იქნება. არჩეულ ათ წევრს ემატება ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი.

სულ აღმასკომის წევრობის 21 კანდიდატი იყო, თუმცა ორმა ყრილობის დაწყებამდე თავისი კანდიდატურა მოხსნა.

ყრილობას ასევე დაესწრნენ უეფას წარმომამადგენლები და სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.

ახალარჩეული აღმასკომი უახლოეს მომავალში შეიკრიბება და ვიცე-პრეზიდენტებსაც დაასახელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g