შაბათ-კვირას სოციალური ღონისძიების, ღამის კლუბის ორგანიზებისთვის 6 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ერთ-ერთი მათგანის საქმე კი განმეორებითი დარღვევის გამო, კრიმინალურ პოლიციას გადაეცა რეაგირებისთვის, – ინფორმაციას შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი, ბექა ფერაძე ავრცელებს.
მისივე თქმით, ბოლო 3 დღეში 382 ობიექტის ინსპექტირება განხორციელდა, მათ შორის, 311 ობიექტზე პრევენციული მიზნებიდან გამომდინარე გაფრთხილება გაიცა.
„ასევე, შრომის ინსპექცია ჩართული იყო 28 მარტს საფეხბურთო მატჩზე ნაკადების მართვაზე, რომელიც წარმატებით განხორციელდა მიუხედავად მისი მასშტაბისა. 10 ობიექტზე განხორციელდა შემოწმება კითხვარის საშუალებით, 50 ობიექტი გადამოწმდა ე.წ. კომენდანტის საათის შემდგომ, რამდენად ასრულებდნენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. დადგინდა რომ პროტოკოლოთ განსაზღვრული მოთხოვნები სრულად იყო დაცული“, – ამბობს ბექა ფერაძე.