LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაბათ-კვირას მუშაობით შევძლებდით მეტი ეკონომიკური შვება მიგვეღო – სავაჭრო სექტორი

80
Man holding shopping bags with presents on the street

„შაბათ-კვირას მუშაობით შევძლებდით მეტი ეკონომიკური შვება მიგვეღო ისე, რომ არ დაგვემძინებინა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა,“ – ამის შესახებ „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი რეზო მაღალაშვილი აცხადებს და იქვე განმარტავს, რომ შემოსავლების დიდი წილი სწორედ ამ პერიოდზე, ანუ შაბათ-კვირას მუშაობაზე მოდის.

მაღალაშვილის განცხადებითვე, რითეილ სექტორისთვის გამოწვევად რჩება ასევე ტრანსპორტის ხარჯი, რადგან მარტამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა შეზღუდულია. როგორც „რითეილ გრუპ ჯორჯიას“ დირექტორი ამბობს, ამის გამო კომპანიებს საკმაოდ ეზრდებათ ხარჯი.

სავაჭრო ცენტრებში გასახდელები იმუშავებს, პროდუქციის გადაცვლა შესაძლებელი იქნება

"დღეს პოზიტიური დღე გვქონდა, იმიტომ, რომ დავაზუსტეთ კონკრეტული შეზღუდვები"

როგორც ცნობილია, მთავრობის სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები გარკვეული შეზღუდვებით იხსნება. გუშინდელ შეხვედრაზე სწორედ ის წესები განიხილეს, რომლის დაცვაც 1 თებერვლიდან ბიზნესს მოუწევს. აღსანიშნავია ისიც, რომ გუშინ ბიზნესი მთავარობასთან გარკვეული მოთხოვნებით მივიდა, თუმცა ეკონომიკურმა გუნდმა მათი არცერთი შეთავაზება არ გაიზიარა. მათ შორის შეთანხმება ვერ შედგა კომენდანტის ერთი საათით გადაწევაზე. სავაჭრო ცენტრებმა ვერც შაბათ-კვირას მუშაობის უფლება მიიღეს. გარდა ამისა, სავაჭრო ცენტრებს ქონების გადასახადის შეღავათიც არ შეეხებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები