”შაბოს’’ ბრენდ მაღაზია 20 დეკემბრიდან 15 იანვრამდე მომხმარებელს გრანდიოზულ საახალწლო ფასდაკლებას სთავაზობს. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, ფასდაკლება ვრცელდება უმაღლესი ხარისხის ვერმუტზე, ბრენდსა და ცქრიალა ღვინოებზე. ასევე ნებისმიერ შენაძენზე კლიენტს საჩუქრად გადაეცემა ”ბრენდი VS” და ”შაბოს’’ 10%-იანი ფასდაკლების ბარათი.
მათივე ინფორმაციით, ”შაბოს” ბრენდ მაღაზიაში ცქრიალა ღვინოების ფასი 7 ლარიდან იწყება, ვერმუტების კი – 8 ლარიდან. ამას გარდა, მაღაზიაში ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია დააგემოვნოს ”შაბოს” პროდუქცია და შეარჩიოს მისთვის სასურველი ალკოჰოლური სასმელი სასაჩუქრე პარკით.
”შაბო” მონაწილეობს მრავალ საერთაშორისო კონკურსში, სადაც 300-ზე მეტი ჯილდო აქვს მიღებული. მათ შორისაა ლონდონის, ბორდოს, დიუსელდორფისა და სხვა საერთაშორისო დეგუსტაცია-გამოფენები. ”შაბო”-ს ცქრიალა ღვინოების სერია – შექმნილია მსოფლიოში ყველაზე პოპულარული – ”შარმის” ტექნოლოგიით, კლასიკური ცქრიალა ღვინოების ხაზი კი – შამპანიზაციის მეთოდით,” – განაცხადეს კომპანიაში.
”შაბოს” ბრენდ მაღაზია მდებარეობს ვაჟა ფშაველას გამზ. N 12-ში. მაღაზია მომხმარებელს ალკოჰოლური სასმელების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. მაღაზიაში წარმოდგენილია ”შაბოს”: ცქიალა ღვინოები, ვერმუტები, კონიაკები, კლასიკური დარეზერვული ღვინოები, ასევე უკრაინული არაყი.

