LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„შადრევანი შემოწმებულიც იყო და დაექსპერტებულიც“ – მერიის გარემოს დაცვის სამსახურის უფროსი გამოძიებამ გამოკითხა

396
გიგა გიგაშვილი

„შემოწმებულიც არის და დაექსპერტებულიც. ჩვენ ჩავიბარეთ ექსპერტიზის საფუძველზე. აკრედიტებულმა ექსპერტიზის ბიურომ ჩაიბარა, რომლის სახელიც არ მახსოვს ზეპირად“, – ამის შესახებ მერიის გარემოს დაცვის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიგა გიგაშვილმა ჟურნალისტებს პოლიციის სამმართველოდან მისი გამოკითხვის შემდეგ განუცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, ვაკის პარკის შადრევანი, სადაც ბურთით მოთამაშე მოზარდებს დღეს დენმა დაარტყა და ერთი მათგანი გარდაიცვალა, ექსპლუატაციაში გაშვებამდე შემოწმებული და შესაბამისად, უსაფრთხო იყო.

ექიმი დაშავებულ მეორე ბავშვზე: ამ წუთებში სასიცოცხლო ფუნქციები ნორმაშია

როგორც ექიმმა აღნიშნა, პაციენტის მდგომარეობის გართულება მოსალოდნელია მინიმუმ 72 საათის განმავლობაში.

გიგაშვილის თქმით, მერიის თანამშრომლები სისტემატურად შადრევანს წმენდდნენ როგორც ჩართულ, ისე გამორთულ მდგომარეობაში.

„დატესტილიც იყო, დაექსპერტებულიც, რა მოხდა, გამოძიება დაადგენს. ახლა ამ მომენტში რა მოხდა, ვერავინ ვერ გეტყვით. შესაბამისი ექსპერტიზა ჩატარდება და დაადგენს.

დილითაც გაიწმინდა შადრევანი, ჩვეულებრივად ჩაირთო. რაიმე პრობლემა რომ ჰქონოდა, ექსპლუატაციაშიც ვერ შევიდოდა. რამდენჯერმე სატესტო რეჟიმში იყო ჩართული. ჩვენი თანამშრომლები ყოველდღიურად ასუფთავებენ ამ შადრევანს, ჩართულსაც, გამორთულსაც.“– განაცხადა გიგაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკში უბედური შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდებს ბურთი შადრევანში ჩაუვარდათ, მის ამოსაღებად მასში ჩასულ 3 არასრულწლოვანს კი დენმა დაარტყა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო, რაც ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.

თვითმხილველები ვაკის პარკში მომხდარის შესახებ საუბრობენ: „ფანტანები რომ გამორთეს, მერე ამოიყვანეს, უკვე გაშავებული იყო“

მოხდება უმკაცრესი რეაგირება – პრემიერი ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე

ყველა თავზარდაცემული ვართ – კანონის შესაბამისად ყველა დაისჯება: კალაძე ვაკის პარკში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g