LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაჰინი საქართველოს ნეგატიურ დღის წესრიგზე გადაყვანას ცდილობს – რას ამბობს მმართველი გუნდი სენატში გამოთქმულ კრიტიკაზე

112
BeFunky-collage (5)

ჯინ შაჰინის ეს უარყოფითი რეაქცია აბსოლუტურად აცდენილია იმ რეალობას, რაც ვარჰეიმ მოცემულ შემთხვევაში სწორად შეაფასა. ეს არის სამწუხარო! ეს შეფასება ქალბატონი შაჰინის მხრიდან, ჩემი აზრით, არის პირდაპირი რეაქცია იმაზე, რაც თქვა ვარჰეიმ, – ასე გამოეხმაურა მამუკა მდინარაძე აშშ-ის სენატში საქართველოს შესახებ განხილვას, სადაც სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა, რომ იქნებ დროა საქართველოსთან მიმართებით სტრატეგიას გადახედონ.

სენატორი შაჰინი: უნდა ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, საქართველოსთან მიმართებით სტრატეგიას გადავხედოთ.. ხელისუფლებამ აშკარად უღალატა სიტყვას კანდიდატის სტატუსის ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით

როგორც მდინარაძემ ჯინ შაჰინის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, ამერიკელი სენატორის მიერ გაკეთებული განცხადება „ნეგატიურ დღის წესრიგზე გადაყვანის მცდელობაა“, რადგან მისივე თქმით, „ჯინ შაჰინს თვეების განმავლობაში სიტყვა არ დაუძრავს საქართველოზე, არც ცუდი და არც კარგი“.

„გუშინ, ვარჰეიმ ევროკავშირის, გაფართოების კომისარმა, გააკეთა აბსოლუტურად განსხვავებული, საქართველოსთვის პოზიტიური განცხადებები და გზავნილები და ჩვენი აზრით, სამწუხაროდ რომ ამის თქმა მიწევს, დღეს ამას მოჰყვა უარყოფითი რეაქცია. მყისიერი რეაქცია რამდენიმე საათში მოჰყვა ქართული რადიკალური ოპოზიციის მხრიდან და დღეს ჩვენი პარტნიორი, მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ერთ-ერთი წარმომადგენლისგან, რომ ასეთი რეაქცია მოჰყვა, აბსოლუტურად გნასხვავებული და აცდენილი, რაც ვარჰეიმ მოცემულ მდგომარეობაში სწორად შეაფასა, არის ძალიან სამწუხარო.

ამის იქით არაფერს ვიტყვი. ეს შეფასება ქალბატონი შაჰინის მხრიდან ჩემი აზრით, არის პირდაპირ რეაქცია იმაზე, რაც თქვა ვარჰეიმ. გუშინ და გუშინწინ ევროკომისრის მხრიდან საქართველოს მიმართ იყო ძალიან პოზიციტიური გზავნილები, ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან იყო ძალიან პოზიტიური გზავნილები და ამას სამწუხაროდ დღეს მოჰყვა მცდელობა ნეგატიურ დღის წესრიგში გადაიყვანონ ჩვენი ქვეყანა. ის დაფინანსებაზე ილაპარაკებდა, თუ რას მიაბამდა ნეგატიურ დღის წესრიგზე გადაყვანის მცდელობას, ამას მნიშვნელობა არ აქვს. თვეების განმავლობაში სიტყვა არ დაუძრავს ქალბატონ შაჰინს საქართველოზე – არც კარგი, არც ცუდი და ეს მოხდა მხოლოდ მაშინ, როცა ევროკომისარმა პოზიტიური განცხადებები [გააკეთა] საქართველოსთან დაკავშირებით“ – ამბობს მამუკა მდინარაძე.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის შეფასებით კი,  აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარება „პრაქტიკული თვალსაზრისით ნაკლებად საინტერესოა“, რადგან მისი დიდი ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციებზე იხარჯება. ირაკლი კობახიძის თქმით, სენატში გაჟღრებულ კრიტიკას ფასი არ აქვს, რადგან ის უსამართლოა.

უსამართლო კრიტიკას ფასი არ აქვს, დაფინანსებაზე იდარდონ „ენჯეოებმა“, ჩვენ ვერ ვიდარდებთ – კობახიძე აშშ-ის დახმარებაზე

დამაზუსტებელ კითხვაზე, ეს ნიშნავს, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი არაა დააფინანსებს თუ არა აშშ, კობახიძე, თქვა:

„NGO-ები დაფინანსდებიან თუ არა, ამაზე ინერვიულონ NGO-ებმა, ჩვენ რატო უნდა ვინერვიულოთ. ძირითადად ეს არის NGO-ების დაფინანსება, უდიდესი ნაწილია მათი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კიდევ ერთ კითხვაზე, რომ ანუ სახელმწიფო ინსტიტუტები არ იღებენ დაფინანსებას, კობახიძე პასუხობს:

„ძირითადად არის NGO-ები. მე ერთ-ერთი ყოფილი ელჩისგან მოსმენილი მაქვს, რომ დათქმები არის არარელევანტური, რადგან ისინი NGO-ების გავლით მუშაობენო. ეს აქვს აშშ-ის ერთ-ერთ ყოფილ ელჩს ნათქვამი და არა მე. პრაქტიკულად იმავეს ვიმეორებ, NGO-ები დაფინანსდებიან თუ არა, ამაზე იდარდონ NGO-ებმა“, – განაცხადა კობახიძემ.

სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი და განაცხადა, რომ კრიტიკა უსაფუძვლოა.

“არის საკითხები, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც საქართველოშია შექმნილი.. ნებისმიერ დონეზე გაჟღერებული ინფორმაცია, რომ მედია შევიწროებას განიცდის, არასწოროა, უსაფუძვლოა და უფრო სერიოზულ დაფიქრებას მოითხოვს”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის მიერ საქართველოს ხელისუფლების კრიტიკულ შეფასებაზე კომეტირებისას უმრავლესობის დეპუტატი, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ „ის, ვინც იტყვის – ხომ არ გადავხედოთ საქართველოსთან თანამშრომლობასო – სისულელე და შტერობაა“.

ზარქუა ჯინ შაჰინის განცხადებაზე: სისულელეა, შტერობაა, ამიტომ დაკარგეს დემოკრატებმა კონგრესში უმრავლესობა

„ის, ვინც ასეთ სისულელეს იტყვის, ვერ გავიზიარებთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მთავარი პარტნიორი ვინც არის – ევროკავშირი ამერიკასთან ერთად.

შაჰინი დანიშნული ჩინოვნიკია, რომელიც ევროპის გაფართოებას ხელმძღვანელობს და ასეთი არასწორი ინფორმაციებით, არასწორი მიდგომებით, ტაქტიკით, ამიტომაც არის რომ დემოკრატებმა კონგრესში უმრავლესობა დაკარგეს.

იმის მერე, რაც ბიუჯეტში ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ევროკომისარი ამბობს, რომ ქვეყანა წინ არის, განვითარების სწორი მიმართულებით მივდივართ, ის, ვინც იტყვის, ხომ არ გადავხედოთ საქართველოსთან თანამშრომლობასო, სისულელეა, შტერობაა“, – განაცხადა ზარქუამ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, კარენ დონფრიდის განცხადებით, საქართველოში ხედავენ დემოკრატიულ უკუსვლას, რაც მათთვის შემაშფოთებელია.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის სხდომაზე კარენდ დონფრიდმა ისაუბრა იმ განცხადებებზე, რომლებიც საქართველოში აშშ-ის ელჩის წინააღმდეგაა მიმართული. მისი თქმით, კელი დეგნანის მიმართ აღმაშფოთებელი კრიტიკა ძირს გამოუთხრის აშშ-საქართველოს პარტნიორობას.

კომიტეტის სხდომაზე ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ჯინ შაჰინმა აღნიშნა, რომ საქართველოს დახმარება შეიძლება, ქვეყნის ქმედებებს დაუკავშირონ: “საჭიროა ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან მიმართებით… მათ აშკარად გადაუხვიეს საკუთარ ვალდებულებას… მათ უნდა იცოდნენ, რომ ამას შედეგი მოჰყვება და შესაძლოა, ზოგიერთი შედეგი დაკავშირებული იყოს დახმარებასთან, რომელიც გვინდა, რომ ქვეყანას მივცეთ”, – განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა.

„საქართველოში ჩვენი ელჩის, კელი დეგნანის მიმართ აღმაშფოთებელი კრიტიკაა – გვაშფოთებს ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლა“: კარენ დონფრიდი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g