LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაკირა კოლუმბიაში კიდევ ერთ სკოლას ააშენებს

50

შაკირა იმ ცნობილი ადამიანების რიცხვს განეკუთვნება, რომელიც თავის პოპულარობას სასარგებლო საქმეების გასაკეთებლად იყენებს. მომღერალმა საკუთარ სამშობლოში, კოლუმბიაში მორიგი სკოლის მშენებლობა დააანონსა.

„როდესაც სკოლების მშენებლობას ვიწყებდით, სპეციალურად ვირჩევდით ისეთ რაიონებს, სადაც არამარტო არ იყო სასწავლო დაწესებულებები, არამედ არანაირი ინფრასტრუქტირა, მათ შორის გზები და სასმელი წყალიც არ იყო“, – განაცხადა მომღერალმა პროექტის პრეზენტაციაზე. – ათასობით ბავშვი, რომელიც ასეთ ადგილებში ცხოვრობს, განათლებას უკვე იღებს. ბავშვების დახმარება და მათთვის გზის გაკვალვა – სიღარიბესთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. ახალი სკოლა 2019 წელს გაიხსნება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები