LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაკირა მორიგ პაემანზე გადაიღეს – ამჯერად არტისტმა ლუსიენ ლავისკონტესთან ერთად ივახშმა

300
page

შაკირა, ნიუ-იორკში საკონცერტო გამოსვლის შემდეგ, მსახიობ, ლუსიენ ლავისკონტესთან ერთად იტალიურ რესტორანში, Carbone სავახშმოდ მიმავალი გადაიღეს. ცხადია, ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და ახლა 47 წლის არტისტს 31 წლის მსახიობთან აწყვილებენ.

ამ დღეს შაკირა საოცრად ბედნიერად გამოიყურებოდა. მას შავი ტანსაცმელი ეცვა. ამავე ფერის სამოსში იყო გამოწყობილი ლუსიენიც.

აღსანიშნავია, რომ ჟერარ პიკესთან განშორების შემდეგ, მომღერალი არაერთ ცნობილ მამაკაცთან პაემნის დროს დააფიქსირეს. მათ შორის იყვნენ ტომ კრუზი, ლუის ჰამილტონი და დრეიკი.

ცნობისთვის, მომღერალი Apple Music 1-ის შოუში იყო მიწვეული, სადაც კვლავ თავის გრძნობებსა და დრამატულ სასიყვარულო გამოცდილებაზე ისაუბრა.

„არ მგონია, რომ სიყვარულს ოდესმე ისევ ვიპოვი, აღარ მინდა. არა უშავს, რომ საყვარელ მამაკაცთან ერთად ვერ დავბერდები, სამაგიეროდ გვერდით ძვირფასი ადამიანები მეყოლება“, – აცხადებს შაკირა.

„არ მგონია, რომ სიყვარულს ოდესმე ისევ ვიპოვი, არა უშავს, რომ საყვარელ მამაკაცთან ერთად ვერ დავბერდები“ – შაკირას ახალი ალბომი „ქალები აღარ ტირიან“ და საუბრები კვლავ ჟერარ პიკეზე

შაკირა კუპიდონის როლში – არტისტი Cardi B-სთან გადაღებულ ცეცხლოვან კლიპს ავრცელებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები