კოლუმბიელმა მომღერალმა შაკირამ ახალი ალბომის „El Dorado“ მხარდასაჭერი ტურნე დააანონსა. უკვე ცნობილია, რომ გასტროლი სტარტს 2017 წლის ნოემბრიდან ევროპაში აიღებს, 2018 წლის იანვარში ის ჩრდილოეთ ამერიკას ესტუმრება, ხოლო ლათინურ ამერიკაში გამოსვლის თარიღები ჯერ ცნობილი არ არის.
„მადლობა ყველას, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ასეთი დიდი რაოდენობით უსმენთ ჩემს მუსიკას“-განაცხადა შაკირამ.
შეგახსენებთ, რომ დისკი „El Dorado“ მიმდინარე წლის მაისში გამოვიდა და ის რიგით მე-11-ეა ვარსკვლავის შემოქმედებაში.