კოლუმბიელმა მომღერალმა შაკირამ თავისი უკანასკნელი ჰიტის „Chantaje“ სალსა-ვერსია გამოუშვა. განახლებული სიმღერის ვიდეო Youtube-ზე უკვე გამოქვეყნდა.
სიმღერის ორიგინალი მის ახალ ალბომში შედის, რომლის რელიზიც მიმდინარე წელს იგეგმება. აღსანიშნავია, რომ სიმღერა US Latin-ის ჩარტის პირველ ადგილზე განთავსდა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ შაკირამ 40 წლის იუბილე იზეიმა.