LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაკირამ უმაკიაჟო ფოტო გააზიარა

83

შაკირამ ლონდონში მგზავრობის დროს გადაღებული ფოტო გააზიარა, რომელზეც ვარსკვლავი უმაკიაჟოდ არის გამოსახული. 11 ივნისს მომღერალმა ლონდონის О2 არენაზე კონცერტი გამართა, რომელიც მისი ახალი ალბომის „El Dorado“ მხარდასაჭერი ტურნეს ფარგლებში შედგა.

ფოტოზე ის ორ ვაჟიშვილთან ერთად არის გამოსახული. როგორც ჩანს, გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად ის მაინც ახერხებს, რომ დრო შვილებს დაუთმოს.

შეგახსენებთ, რომ მომღერალი და ფეხბურთელი ჟერარ პიკე ერთად 2010 წლიდან არიან. წყვილი ორ ვაჟიშვილს, მილანს და საშას ზრდიან.

https://www.instagram.com/p/Bj5Bt42H6VU/?utm_source=ig_embed

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები