ცნობილი კოლუმბიელი მომღერლის შაკირას ახალი კლიპი რეკორდებს ხსნის.
სიმღერას, სახელწოდებით Perro Fiel, რომელიც ნიკი ჯემთან ერთად ჩაიწერა, YouTube-ზე 3 დღეში 16 მილიონამდე მნახველი ჰყავს.
ალბათ, ბევრისთვის არცაა გასაკვირი, რომ კლიპში შაკირა ცეკვის ნიჭის დემონსტრირებას ახდენს. მას ალუბლისფერი და ოქროსფერი ულამაზესი საღამოს კაბები აცვია.