ცნობილი კოლუმბიელი მომღერალი შაკირა თაყვანისმცემლებს არ ემალება და მუდმივად აძლევს საშუალებას, მომღერლის პირადი ცხოვრების დეტალები იცოდნენ.
რამდენიმე დღის წინ მომღერალმა „ინსტაგრამზე“ საკუთარი მიმდევრები კიდევ ერთხელ გაახარა. „ჰელოუინის“ საპატივსაცემოდ შაკირამ ქმართან, ჟერარ პიკესთან და შვილებთან ერთად გადაღებული ფოტო განათავსა, სადაც ოჯახი 60-იანი წლების მულტიპლიკაციური ტელეშოუს Topo Gigio-ს ფორმებშია ჩაცმული.