LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაკირას გადასახადებისგან თავის არიდებაში ადანაშაულებენ

82

ესპანეთის საგადასახადო სამსახურმა კოლუმბიელი მომღერალი შაკირა გადასახადებისგან თავის არიდებაში დაადანაშაულა და საქმე პროკურატურაში აღძრა.

საუბარია 2011-2014 წლებზე, როდესაც ვარსკვლავმა და ფეხბურთელმა ჟერარ პიკემ ერთად ცხოვრება დაიწყეს. ამ პერიოდში კი შაკირას გადასახადები როგორც ესპანეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ უნდა გადაეხადა.

ესპანური კანონმდებლობის თანახმად, ვარსკვლავს შესაძლოა სერიოზული ჯარიმა ან 2 წლიანი პატიმრობაც კი დაემუქროს.

შაკირას მხრიდან ამ ბრალდებაზე კომენტარი არ გაკეთებულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები