LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შაკირას მერე მალუმა: მსოფლიო ჩემპიონატის ჰიმნი ისევ კოლუმბიელს ანდეს (ვიდეო)

1795

მსოფლიო ჩემპიონატის ჰიმნს კოლუმბიელი დაწერს. მის კლიპებს მილიარდზე მეტი ნახვა აქვს.

კოლუმბიელი შემსრულებელი მალუმა (ხუან ლუის ლონდონიო არიასი) 2018 წლის მუნდიალის ჰიმნის ავტორი გახდება. ეს ბიჭი 23 წლისაა. სადებიუტო ალბომი 2012 წელს გამოუშვა. წელს კი უკვე მესამე ალბომი გამოუშვა.

მალუმას ორმა კლიპმა Youtube-ზე უკვე გადააჭარბა მილიარდს.

 

ხოლო მისი დუეტი მთავარ კოლუმბიელ მომღერალ შაკირასთან 2 მილიარდიან ნიშნულს უახლოვდება.

 

მალუმა ფეხბურთის დიდი მოყვარულია. ცნობილია, რომ ის სერხიო აგუეროსთან მეგობრობს. სწორედ მისი კონცერტიდან ბრუნდებოდა არგენტინელი ვარსკვლავი ავარიაში რომ მოხვდა.

 

გეხსომებათ, შაკირა გახლდათ 2010 წლის ჩემპიონატის ჰიმნის შემსრულებელი – Waka, Waka (This time for Africa).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g