„როცა ადვოკატებს გადაწყვეტილება ჩაგვბარდება, ამას ბუნებრივია, სააპელაციო სასამართლოში გავასაჩივრებთ მხოლოდ იმ მიზნით, რომ გარკვეული ეტაპები გავლილი გვქონდეს და საქმე საბოლოოდ სტრასბურგის სასამართლოში წავიდეს“, – ამის შესახებ მესამე პრეზიდენტისა და ამჟამად პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ადვოკატები გიორგი არევაძის გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ და პარალელურად სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ მიმართავენ.
შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტის ინტერესების დამცველები ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს კვირის ბოლოს ან მომდევნო კვირის დასაწყისში მიმართავენ.
„რაც შეეხება გუშინდელ გადაწყვეტილებას, მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა არ აქვს და ის რასაც მართლმსაჯულების სახლი და სისტემა ჰქვია, რამდენიმე მოსამართლის გამოკლებით, ეს არის როგორც თეატრში ბუტაფორია, მაგალითად: შემწვარი გოჭი, აი, ასე დევს ბუტაფორია საქართველოს ტერიტორიაზე, რასაც ვითომ სასამართლო სისტემა ჰქვია, სინამდვილეში ეს არის შემწვარი გოჭი, პლასტმასის ან მუყაოს.
„ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სააკაშვილის საქმეს“ – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
ამ საქმეს მხოლოდ ორი ინსტანცია განიხილავს, პირველი დასრულდა, ხოლო აპელაცია ერთ სხდომაში დასრულებადია, მაგრამ ჩვენ მანამდე უახლოეს დღეებში სტრასბურგის სასამართლოს 39-ე მუხლით მივმართავთ, (ამ კვირის ბოლოს ან იმ კვირის დასაწყისში) სტრასბურგის სასამართლოს დროებითი ღონისძიების გამოყენების შესახებ. 39-ე მუხლი არის ანალოგი იმისა, რაც ნავალნის საქმეზე გამოყენებული იყო, რომ მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაყვანა მოხდეს.
სტრასბურგის სასამართლოს დაუყოვნებლივ მივმართავთ იმიტომ, რომ დრო აღარ ითმენს, თუ სააპელაციო სასამართლო იგივე გადაწყვეტილებას მიიღებს და ველოდები, რომ იგივე გადაწყვეტილებას გამოიტანს. ამ შემთხვევაში, ევროკონვენციის სულ სხვა მუხლებზე საუბარი იქნება და სულ სხვა მოთხოვნა იქნება.
„ეს ბრძოლა გრძელდება.. ბევრად მეტზეა საუბარი, ვიდრე უბრალოდ ჩემი ბედი“ - მიხეილ სააკაშვილის წერილი „ვივა მედიდან“
„ქართველები გულზე ხელდაკრეფილები არ უნდა ელოდნენ, არამედ აქტიურად გამოხატავდნენ თავის პოზიციას“
ამჟამად, დროებითი ღონისძიება გამოიყენება, რადგან სასამართლო არაეფექტურია, მისი სიცოცხლე უმძიმეს მდგომარეობაშია, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გაყვანა უნდა მოხდეს. საჩივრის შესვლიდან 24-საათში სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს.
დედამიწის ზურგზე არ ყოფილა შემთხვევა, როდესაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულებული არ ყოფილა, ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ასანიძის საქმე ასლან აბაშიძემ არ აღასრულა და როგორც დაამთავრა ასლან აბაშიძემ, კარგად გახსოვთ.“ – განაცხადა ხაჭაპურიძემ.
„შემდეგი იქნება სტრასბურგი“ – გიული ალასანია მოსამართლის გადაწყვეტილებაზე