LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე: დაჟინებით მოვუწოდებთ ოჯახის წევრებს, რომ მიაწოდონ სათანადო კალორაჟის საკვები მიხეილ სააკაშვილს

166
კობახიძე სააკაშილზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის „მიხეილ სააკაშვილის ოჯახს მოუწოდებს, სათანადო კალორაჟის საკვები მიწოდონ“.

მისი განცხადებით, „თავად მიხეილ სააკაშვილი ითხოვს დაბალი კალორაჟის საკვების შეტანას, რადგან ეს მისი პოლიტიკური ინტერესია“.

„ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ [სააკაშვილის] ოჯახის წევრებს, რომ მიაწოდონ სათანადო კალორაჟის საკვები მიხეილ სააკაშვილს, ეს არის ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ. რაც შეეხება სახელმწიფოს პასუხისმგებლობას, სახელმწიფო მოქმედებს სწორედ საკუთარი პასუხისმგებლობით, ანუ ყველა შესაბამისი სამედიცინო თუ სხვა მომსახურება არის უზრუნველყოფილი ყველა პატიმრისთვის, მათ შორის პატიმარ სააკაშვილისთვის. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა. რაც შეეხება, ოჯახს და საახლობლო წრეს, მათი პასუხისმგებლობაა სათანადო კალორაჟის მიწოდება. გასაგებია, ჩვენ გვესმის, რომ თვითონ სააკაშვილი ითხოვს, პოლიტიკურად ეს მას ასე აინტერესებს, დაბალი კალორაჟის საკვები შეუტანონ, მაგრამ ოჯახს აქვს საკუთარი პასუხისმგებლობა შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ ოჯახს, რომ იმოქმედონ არა სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად, არამედ მისი ობიექტური ინტერესების მიხედვით“, – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები