„ლეიბორისტების“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში შაქრის შექმნილ დეფიციტს ეხმიანება. პოლიტიკოსი ჩვეულ იუმორს იშველიებს და წერს:
„ვინც ჩემთან სტუმრად მოვა, ყველამ თავისი შაქარი მოიტანოს….“
ერთი საათის წინ დადებულ ამ ხუმრობას უკვე 2700-ზე მეტი რეაქცია აქვს. შალვა ნათელაშვილის გვერდზე კომენტარები არ წყდება:
„მურაბით რომ მოვიდე, ხომ მიმიღებთ?“
„სადილზე თუ დამპატიჟებთ, მოვდივარ ჩემი მარილით…“
„და გვეყოლები კიდევ ერთი მილიარდერი…“