LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვულოცავ ბელას დაბადების დღეს…ღმერთმა ძალა და სიცოცხლე მისცეს” – შალვა ნათელაშვილის მეუღლე იუბილარია

162
BeFunky-collage - 2024-02-03T001203.591

„ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მეუღლე, ბელა ალანია იუბილარია.

პოლიტიკოსი საყვარელ ქალს დაბადების დღეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ემოციური პოსტით ულოცავს, რომელსაც თან საერთო ფოტო აქვს დართული.

„ვულოცავ ბელას დაბადების დღეს. საერთოდ, მთაში, სადაც გავიზარდე, არაა მიღებული კაცის მხრიდან მეუღლისადმი გრძნობების საჯაროდ აფიშირება და ეს კომპლექსი ახლა პირველად გადავლახე.

თუმცა, ბევრი საუბრის გარეშეც ფაქტი სახეზეა— სამ ათეულ წელზე მეტია ჩვენ ერთად ვეწევით უმძიმეს ტვირთს არა მარტო ოჯახის, არამედ, უპირველესად, საქვეყნო უღელს ვგულისხმობ.

ღმერთმა ძალა და სიცოცხლე მისცეს. წინასწარ უდიდესი მადლობა ყველას, ვინც მას მიულოცავს ამ დღეს”, – წერს შალვა ნათელაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები