LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა ნათელაშვილმა მცხეთა-მთიანეთში მაჟორიტარად საკუთარი შვილი წარადგინა

324
BeFunky-collage (1)

“ლეიბორისტულმა პარტიამ” მცხეთა- მთიანეთის მაჟორიტარად, პარტიის ლიდერის, შალვა ნათელაშვილის შვილი, ბექა ნათელაშვილი წარადგინა. წარდგენას ესწრებოდნენ “ლეიბორისტული პარტიის” ახალგაზრდული ფრთის წევრები.

“2019 წლის 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციების მთავარი მონაპოვარი – თითქმის პროპორციული საარჩევნო სისტემა სწორედ ახალგაზრდული მოძრაობების შედეგია.  ბექა ნათელაშვილი ამ მნიშვნელოვანი ბრძოლის ყველა ეტაპზე ქვეყნის ინტერესების მხარეს იდგა! გვჯერა რომ ახალგაზრდების, ახალი სახეებისა და ახალი ლიდერების გამოჩენა მნიშვნელოვნად გააჯანსაღებს პოლიტიკურ გარემოს” – აცხადებენ პარტიაში.

სიტყვით გამოსვლისას ბექა ნათელაშვილმა მხარდამჭერებს მიმართა და აღნიშნა, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები გადაწყვეტს რამდენად ღია იქნება ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანო ხალხისთვის.

“მე მინდა მცხეთა-მთიანეთში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად, საქართველოს პარლამენტში ჩემი თავი წარმოვადგინო. ჩვენ, 31 ოქტომბერს უნდა გავაკეთოთ არჩევანი გაიღება თუ არა, ეს შენობა ყველასთვის, თუ იქნება ისევ დახურული, პოლიციით გარშემორტყმული, როგორც დღეს არის და როგორც წინა პერიოდში იყო”- განაცხადა ბექა ნათელაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g