LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი – 2012 წლის შემდეგ სტრასბურგის სასამართლოში არ შესულა არცერთი საჩივარი, რომელიც ეხება ციხეებს, ეს მეტყველებს, რამდენად განსხვავებული მდგომარეობაა დღეს პენიტენციურ დაწესებულებებში

174
1669738873-1655706718-შალვა-პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ 2012 წლის შემდეგ სტრასბურგის სასამართლოში არ შესულა არცერთი საჩივარი, რომელიც ეხება ციხეებს.

მისი შეფასებით, ეს მეტყველებს, რამდენად განსხვავებული მდგომარეობაა დღეს პენიტენციურ დაწესებულებებში.

„ყველას შევახსენებ, რომ 2012 წლამდე ადამიანის უფლებების დარღვევებთან, მძიმე დარღვევებთან დაკავშირებით ძირითადი საჩივრები სტრასბურგში მიდიოდა სწორედ ციხეებში ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. 2012 წლის შემდეგ, ხაზს ვუსვამ, სტრასბურგის სასამართლოში არ შესულა არცერთი საჩივარი, რომელიც ეხება ციხეებს. ეს მეტყველებს, რამდენად განსხვავებული მდგომარეობაა დღეს პენიტენციურ დაწესებულებებში.

რაც შეეხება ცალკეულ საკითხებს, იქნება ეს საკანონმდებლო მოწესრიგების თუ პრაქტიკის გაუმჯობესების საჭიროება, სწორედ ამიტომაც არის სახალხო დამცველი, რომ, პარლამენტთან ერთად, ამ საკითხებზე ვიმუშაოთ. რა თქმა უნდა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ყველა ამ საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას, ჩახედავს უფრო დეტალურად, თუ დამატებით რაიმე საკანონმდებლო მოწესრიგებაა საჭირო, ამასაც გავაკეთებთ, თუ პრაქტიკაშია გასაუმჯობესებელი, ესეც მოხდება“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g