LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „29 აპრილს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს და დადგეს.. ეს ყველაფერი ჩაივლის და დონორებთან სერიოზული საუბარი გვექნება“

122
შალვა პაპუაშვილი საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე

„ყველა დონორთან გვექნება შესაბამისი საუბარი, იქნება ეს ორგანიზაცია, თუ საელჩო, ყველასთან, ვინც აფინანსებს „ენჯეოებს“, რომლებიც ჩვენ, ქართველ ხალხს, რუსებს გვეძახიან“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ სახალხო შეკრებას გამოეხმაურა და თქვა, რომ „29 აპრილს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს და დადგეს“.

„რადიკალური ოპოზიცია და „ენჯეოების“ რადიკალური ჯგუფი რეალურ კულმინაციამდე მივიდა. ფაქტობრივად, თავიანთ სახეს მთლიანად გვაჩვენებენ. გუშინ ვნახეთ რამდენიმე „ენჯეოს“ – რადიკალური „ენჯეო“ ჯგუფების განცხადება, რომლებიც ქართველ ხალხს რუსებს ეძახიან, მერე კიდევ სწყინთ – ჩვენ უცხო ძალის ინტერესების გამტარებლები არ ვართო. აბა, ვის ინტერესშია? ქართველ ხალხს რომ რუსებს ეძახიან და იმუქრებიან, 29 აპრილს ვინც მიხვალთ, ყველა რუსები ხართო? ამაზე „ენჯეო“ რომ აკეთებს, ამით მთლიანად აჩვენებს თავის სახეს.

სინამდვილეში, ზუსტად ამ „ენჯეოების“ უკან დგანან დონორები, რომლებსაც უნდათ, რომ ამ „ენჯეოების“ ხელით მართონ საქართველო. სინამდვილეში, მათ ალაპარაკებენ ზუსტად ეს დონორები, რომ დააშინონ და ასეთი ეპითეტებით შეამკონ ქართველი ხალხი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ 29 აპრილს ყველა გამოვიდეს, ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს და დადგეს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო, ვართ ერი, თუ გვინდა, დონორებმა მართონ ეს ქვეყანა „ენჯეოების“ ხელით, რომლებიც რუსებს გვეძახიან, ეს ყველაფერი ჩაივლის და დონორებთან გვექნება სერიოზული საუბარი, როგორ ალაპარაკებდნენ თავის „ენჯეოებს“ და როგორ გვეძახდნენ რუსებს დონორები ამ „ენჯეოების“ პირით…

ეს არის ზუსტად პარტნიორი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ სვლა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ფულის ხარჯვა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ზურაბ ჯაფარიძე: „29 აპრილს რუსთაველზე დგომა არის ისტორიული სირცხვილი – 29 აპრილს რუსთაველზე იდგება კორუფცია, ტყუილი, გადაგდება, ფარისევლობა, კრიმინალი, სიბნელე, წარსული, მოსყიდვა, შანტაჟი, მონობა, ჩმორობა“

29 აპრილს დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც, საჯარო მოხელეც, ბიზნესმენიც, ყველა უნდა იყოს რუსთაველზე იმისთვის, რომ ქართველი ერის ხმა ყველამ გაიგოს – შალვა პაპუაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები