LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „ჩვენ თბილისმა კიდევ უფრო მეტად დაგვიჭირა მხარი, ვიდრე 2020 წელს – დედაქალაქში „ქართულმა ოცნებამ“ 45 000-ზე მეტი ხმა მიიღო, ვიდრე 2020 წელს“

243
შალვა პაპუაშვილი

„ჩვენ თბილისმა კიდევ უფრო მეტად დაგვიჭირა მხარი, ვიდრე 2020 წელს. [დედაქალაქში] „ქართულმა ოცნებამ“ 45 000-ზე მეტი ხმა მიიღო, ვიდრე 2020 წელს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მან 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე ისაუბრა და თქვა, რომ ოპოზიციამ უნდა „შეირგონ ის შედეგი, რომელიც აქვს“:

„თბილისზე რომ აპელირებენ, შევხედოთ ერთი თბილისმა, რომ უარი უთხრა ოპოზიციურ პარტიებს და თბილისში, რომ „ქართულ ოცნებას“ როგორი გაუმჯობესებული შედეგები ჰქონდა – შევხედოთ თბილისის მაჩვენებელს 2020 წლის და 20204 წლის შედარებით.

„ქართულმა ოცნებამ“ 45 000-ზე მეტი ხმა მიიღო, ვიდრე 2020 წელს. ჩვენ თბილისმა კიდევ უფრო მეტად დაგვიჭირა მხარი, ვიდრე 2020 წელს. ჯამში, ოლქების მიხედვით საშუალოდ 21% გვაქვს დამატებული ხმა ყველა ოლქში, თბილისში ყველა ოლქში გვაქვს მატება და ოპოზიციას იცით, რომ ზოგადად საქართველოში კლება აქვს.

მილერი: „მე არ დამიკონკრეტებია, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს ის, ვინც არჩევნებთან დაკავშირებით გამოძიება უნდა ჩაატაროს, ჩვენ კონსულტაციებს ევროპელ პარტნიორებთან გავდივართ, თუ რომელი ორგანო იქნებოდა შესაფერისი“

შევხედოთ, ვინ მოიგო თბილისი, „ქართულმა ოცნებამ“ 263 000 ხმა აიღო თბილისში და იმის შემდეგმა პარტიამ აიღო 90 000 ხმა. ანუ 170 000 ხმით მეტი ავიღეთ თბილისში, ვიდრე მეორე ადგილზე გასულმა პარტიამ. რაც შეეხება დაჯამებებს, ძალიან რომ უყვართ, ისიც ჰკითხეთ, „პატრიოტთა ალიანსის“ 2%-ს როგორ იმატებენ? ეგ გვაინტერესებს, ანუ რისი თქმა უნდათ, მათი არის ეს ხმები?

და სხვა პარტიებს რომ ჩახედავენ და რომ იმატებენ ხოლმე, კალკულატორი მაგ მხრივ ძალიან კარგად უყვართ. დაჯამება რომ სდომებოდათ, ყველა ეს ოპოზიცია ერთად გამოვიდოდა, აი, იქ დავეჭიდებოდით და მერე შეხედავდნენ, რას ეტყოდა ქართველი ხალხი. ასე რომ, თუ დაჯამება უნდოდათ, მანამდე ეფიქრათ, ახლა, შეირგონ ის შედეგი, რომელიც მათ აქვთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ თბილისში ბოლო ადგილზე გავიდა, „რაც ამ ჯგუფის საბოლოო პოლიტიკური განაჩენია“.

„დავიწყოთ კამპანია: „გადაამოწმე შენი თავი, სად მიეცი ხმა“, თუ ხელისუფლება ამტკიცებს, რომ გაყალბებას და მანიპულაციებს ადგილი არ ჰქონია, შეუძლია ასეთი ბაზა დაუყოვნებლივ შექმნას“ – თამარ კორძაია

„გუშინაც ვთქვი, რომ დაეჯახნენ ტექნოლოგიას. ეტყობა, ადამიანები მოინელეს და ახლა უნდათ დაეჯახონ მანქანებს. პირდაპირ მიდის კამპანია იმისთვის, რომ მთვლელების მიმართ ნდობა შეარყიონ. ქალბატონი სალომეს განცხადებაა: „ტექნოლოგია გამოყენებული იყო იმისთვის, რომ გაეთეთრებინა გაყალბება“.

შალვა პაპუაშვილი: „ქალბატონი სალომე პირდაპირ ჩართულია იმ სცენარში, რასაც ოპოზიციასთან ერთად ქვეყნის არევა ჰქვია – როცა დავალებას იღებ, რომ ქვეყანა უნდა არიო, მაშინ ყველანაირ ტყუილს იგონებ“

„გუშინ, ქალბატონმა სალომემ [ზურაბიშვილმა] პრეზიდენტის სასახლიდან თქვა, რომ აპარატურით მანიპულაცია მოხდა, რაც ჩვეულებრივი ტყუილია“.

არ ვიცი, საერთოდ, ქალბატონ სალომეს შინაარსი ესმის თუ არა ამ განცხადების. ბატონი [გიორგი] ვაშაძის განცხადება, რომ „ დიდი თაღლითობა მოხდა, ამ აპარატებში რაღაცები შეიტანეს, ჩატვირთეს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა, რომელმაც ასევე ამ საკითხზე მამუკა ხაზარაძის „ფეისბუქ“ პოსტიც განიხილა და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი „აბსოლუტურად აბსურდია“.

პაპუაშვილის თქმით, ეს არის ხალხი, რომელიც მანამდე ამტკიცებდა, რომ ხმის დამთვლელ მანქანებში რაიმეს მანიპულაცია შეუძლებელია.

„ახლა, თენგომაც [თენგო თევზაძე, გვარამია-მელიას კოალიციის წევრი] ვერ აგვიხსნა, საბოლოო ჯამში, რა მოხდა ამ აპარატებში. ყოველ შემთხვევაში, ლაპარაკობენ და აბნევენ მოსახლეობას.

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე: „სამარცხვინოა, რომ ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაცია ლეგიტიმაციას ახდენს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების, რომელიც ავტორიტარულად ცდილობს ხელში ჩაიგდოს თავისუფლებისმოყვარე ქვეყანა“

სინამდვილეში, მე ვთქვი, რომ ამერიკული ტექნოლოგიით ჩატარებული არჩევნებია, ეს არის ამერიკული კომპანიის მოწყობილობები, მთვლელები და აპარატები. აუდიტი ჩატარდა ამერიკული კომპანიის მიერ. ასე რომ ახლა, მოსთხოვონ პასუხი, თუ ძალიან უნდათ, ამერიკელებს ჰკითხონ, რამდენად არის სანდო, თუ არ არის“. – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g