LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი – „ჩვენ ვართ 17 მაისის ოჯახის სიწმინდის დღის საქართველო, ილიას საქართველო, სადაც მამული, ენა, სარწმუნოება ქმნის ქართული ცნობიერების ჩარჩოს“

278
შალვა პაპუაშვილი

ჩვენ ვართ 17 მაისის ოჯახის სიწმინდის დღის საქართველო, ილიას საქართველო, სადაც მამული, ენა, სარწმუნოება ქმნის ქართული ცნობიერების ჩარჩოს. ამიტომ, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ საკონსტიტუციო უმრავლესობით, რათა ქართულ ცნობიერებასთან მებრძოლი ძალები საბოლოოდ დამარცხდნენ და განიარაღდნენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, თბილისში, საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ჩვენ თვალწინ ადამიანური არსის გაქრობის უბოროტესი პროცესი მიმდინარეობს, გაცხადებული ბრძოლა სწორედ რელიგიასა და ფსევდორელიგიას შორის მიდის და ეს ბრძოლა მოსაგებია ქართველების გამარჯვებით.

„ჩვენ თვალწინ ადამიანური არსის გაქრობის უბოროტესი პროცესი მიმდინარეობს. ყალბი პროგრესის მედროშეებმა ჩვენი ათასწლოვანი ისტორია წარსულს ჩააბარეს, რელიგია ფსევდოლიბერალიზმით ჩაანაცვლეს, სქესი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს, მართლმადიდებლობა კი განვითარების დამაბრკოლებელ ფაქტორად გამოაცხადეს.

ლიბერალიზმის სახელით წაგვიბილწეს ღვინო, შეურაცხყვეს ხატები, გმირი მეფეები მოღალატეებად გამოგვიცხადეს. ფსევდორელიგია იკავებს მედიას, სკოლებს, წალეკვით ემუქრება ჩვენს იდენტობას და თვითმყოფადობას. გაცხადებული ბრძოლა სწორედ რელიგიასა და ფსევდორელიგიას შორის მიდის, და ეს ბრძოლა მოსაგებია ჩვენი გამარჯვებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g