პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, შალვა პაპუაშვილი დღეს დაგეგმილ ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.
პრესსამსახურის ცნობითვე, დელეგაციაში ასევე შედიან პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია.