LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი – ევროინტეგრაცია არ შეჩერებულა და ვერც შეჩერდება

108
შალვა პაპუაშვილი

ევროინტეგრაცია არ შეჩერებულა და ვერც შეჩერდება – ევროინტეგრაცია გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებული სამუშაოა და არა იმწუთიერი პოლიტიკური კონიექტურის აყოლა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს 2028 წლისთვის ასოცირებული შეთანხმების 90% შესრულებული ექნება, რითაც არსებითად მივუახლოვდებით ევროკავშირის წევრობას.

პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს, ის შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ საქართველო ჩვენგან, ჩვენი ღირებულებებისა და პრინციპებისგან დაშორებას გააგრძელებს

„აქვე მინდა შევეხო ბოლო პერიოდში ხშირად გამოყენებულ ტერმინს, ევროინტეგრაციის შეჩერება, გაყინვა თუ სხვა მსგავს ტერმინებს. თავად ის ფაქტი, რომ ევროკომისიამ გაფართოების დოკუმენტზე იმუშავა, საქართველოს პროგრესი შეაფსა და რეკომენდაციები მოგვცა მეტყველებს იმაზე, რომ ეს ტერმინი უფრო პოლიტიკური განცხადებაა, ვიდრე ინსტიტუციური მდგომარეობა. როგორც ევროკავშირი აგრძელებს საქართველოს შეფასებას, ასევე ვაგრძელებთ ჩვენც ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებზე მუშაობას. სწორედ ეს არის ევროინტეგრაცია. ის არ შეჩერებულა და ვერც შეჩერდება. თუკი რამე გვასწავლა ჩვენ, ამ მიღწევებმა ამ პროცესში არის ის, რომ ევროინტეგრაცია გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებული სამუშაოა და არა იმწუთიერი პოლიტიკური კონიექტურის აყოლა. საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობამ ძალიან გასაგებად გააკეთა არჩევანი ევროინტეგრაციის პროცესზე, ოპოზიციის ისტერიულ პოლიტიკასა და „ქართული ოცნების“ საქმიან, კონსტრუქციულ, ქართველი ხალხის ინტერესების გათვალისწინებით წარმოებულ პოლიტიკას შორის. ჩვენ უკვე შესრულებული გვაქვს ასოცირებული შეთანხმების დიდი ნაწილი და 2028 წლისთვის მის 90%-ს შევასრულებთ, რითაც არსებითად მივუახლოვდებით ევროკავშირის წევრობას. ჩვენ ყურადღებით შევისწავლით გაფართოების დოკუმენტს და დავგეგმავთ სამომავლო ნაბიჯებს ქართველი ფერმერების, მეწარმეების, ჩვენი მოქალაქეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. საქართველო ბოლო წელების განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობდა ევროკომისიასთან თითოეულ სფეროს ანალიზის პროცესში და მომავალშიც ჩვენ, მზად ვართ ამავე მიზნით აქტიურად ვითანამშრომლოთ ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუტებთან,“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g