LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე – „ქართველ კაცს, უნებურად წამოსცდება კითხვა: სააკაშვილის უპირობო გათავისუფლებას რომ მოითხოვ, ადეიშვილს ბრიუსელის კაბინეტებში რომ უმასპინძლებ, კეზერაშვილს სასჯელისგან რომ შეიფარებ, ესაა ევროპა?“

320
შალვა პაპუაშვილი

ევროპარლამენტის მიერ მიღებული ბოლო რეზოლუცია, სადაც, წამების რეჟიმის შემქმნელი სააკაშვილის გათავისუფლებასთან ერთად, ახლა უკვე საჯაროდ მოგვთხოვეს რუსეთისთვის სანქციების დაწესება, რა არის, თუ არა ნიველირება ყველაფრის, რაც კი ქართველებს ევროპულ ფასეულობებად გვესახება. სწორედ ეს არის სახელების გადანაცვლების შედეგი, სადაც მწამებელი ევროპელია და ომი – მშვიდობა. –  ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ქუთაისში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ ყველაფრის მაყურებელ ქართველ კაცს, უნებურად წამოსცდება კითხვა, სააკაშვილის გათავისუფლება, ადეიშვილის ბრიუსელში მასპინძლობა, კეზერაშვილის სასჯელისგან თავის არიდებაში დახმარება და რუსეთისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნაა თუ არა ევროპა.

„ამ ყველაფრის მაყურებელ ქართველ კაცს უნებურად წამოსცდება კითხვა:  სააკაშვილის უპირობო გათავისუფლებას რომ მოითხოვ, ესაა ევროპა?  ადეიშვილს ბრიუსელის კაბინეტებში რომ უმასპინძლებ, ესაა ევროპა?  კეზერაშვილს სასჯელისგან რომ შეიფარებ, ესაა ევროპა? თავად ნატოს ატომური ქოლგის ქვეშ მყოფი, საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციების დაწესებას რომ მოითხოვ, ესაა ევროპა?

რა თქმა უნდა, არა. ქართველმა ხალხმა იცის, რა არის ის ღირებულებები, რომელიც ჩვენ ევროპასთან გვაერთიანებს.“ –  განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g