LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „გიორგი გახარია არის სიტუაციური მატყუარა, ასევე, პასუხისმგებლობის აღების უნარი არ აქვს, 2021 წელს „ქართული ოცნებიდან“ გაიქცა, ახლა თავის პარტიას გაექცა, ასე დარბის და თან იტყუება“

108
შალვა პაპუაშვილი, გიორგფი გახარია

„გიორგი გახარია არის სიტუაციური მატყუარა, რაც არაერთხელ დადასტურდა“,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „საგამოძიებო კომისიაზე მან 3 წუთში ორი სხვადასხვა რამ თქვა – თქვა, რომ არ ახსოვს, ვისთან, რა საუბარი ჰქონდა გადადგომის წინა დღეს“:

თამარ ჩერგოლეიშვილი: „გახარია გაიქცა და თავშესაფარს ეძებს, მადლობა გიორგი, რომ მზად ხარ, მოკურცხლო ბრძოლის ველიდან“

„ეს ორი პარტია რასაც გააკეთებს, ყველაფერი კომიკური იქნება. ნორმალური და ღირსეული ადამიანი მათ მერობის კანდიდატად ყოფნას არ დათანხმდება“

„საგამოძიებო კომისიაზე მან 3 წუთში ორი სხვადასხვა რამ თქვა – თქვა, რომ არ ახსოვს, ვისთან, რა საუბარი ჰქონდა გადადგომის წინა დღეს. 5 წუთში თქვა, რომ აშშ-ის ელჩს შეხვდა. ვიცით, რომ უცხო ქვეყნის ელჩების დავალებით გადადგა საბოლოოდ თანამდებობიდან. სიტუაციური მატყუარაა. ამავე დროს, ვხედავთ, რომ მას პასუხისმგებლობის აღების უნარი არ აქვს, ყველა შემთხვევიდან გარბის, გაიქცა 2021 წელს „ქართული ოცნებიდან“, ახლა თავის პარტიას გაექცა, ასე დარბის და თან იტყუება. მის პროფილს და იმას თუ, რა ღირებულებების მატარებელია, ყველა ხედავს“,– განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილი 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასაც გამოეხმაურა:

გახარია: „მზად ვარ, რომ „ოცნებას“ ასე არ ჩავბარდე – თუ აქ ვარ ეფექტური – აქ ვიბრძოლებ, თუ იქ – იქ ვიბრძოლებ და თუ ციხეში ვარ ეფექტური – ციხეში ვიბრძოლებ – ჯერჯერობით ჩემი ყოფნა ყველაზე ეფექტური არის აქ“

„სიმართლე , რომ ვთქვა რთულია კონკრეტულად თქმა, დღევანდელი ხელისუფლების უგუნურობა რა სახის ზღვარს გადალახავს, დღევანდელი ხელისუფლება იმიტომ არის სახიფათო, რომ მათი უგუნურობის გაზომვა შეუძლებელია.“

„არის პროცედურები,რომელიც მიმდინარეობს. საინტერესო არის, რომ ამასთან დაკავშირებით ჩუმად არიან დღეს არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი დონორები. ვხედავთ, რომ თითქოს ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავენ მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან პირდაპირი დავალება არის. გადაწყვეტილების არსია, რომ ჩატარდეს უფრო დეტალური გამოძიება. გამოძიება ტარდება, რა შედეგები დადგება, ამას შევხედავთ“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g