„ის, როგორც ევროპა საქართველოს ექცეოდა ბოლო ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, არ ჯდება არანაირად ევროპულ ღირებულებებში“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც მან ევროპის მხრიდან საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიმართ პოზიციების შეფასებისას აღნიშნა, ევროინტეგრაციის პროცესშიც ვნახეთ ბევრი უსამართლო გადაწყვეტილება.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ის, როგორც ევროპა საქართველოს ექცეოდა ბოლო ორი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, არ ჯდება არანაირად ევროპულ ღირებულებებში“:
„უსამართლო გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხი შეჩვეულია ისტორიულადაც და ამ ბოლო პერიოდშიც. ევროინტეგრაციის პროცესშიც ჩვენ ვნახეთ ბევრი უსამართლო გადაწყვეტილება და მოქცევა.
ის, როგორც ევროპა საქართველოს ექცეოდა ბოლო ორი წლის განმავლობაში, განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, არ ჯდება არანაირად ევროპულ ღირებულებებში და ზოგჯერ იყო ისეთი ქცევა და მოწოდებები, რომელიც საქართველოს დააზიანებდა.
„აიკრძალება სქესის შეცვლის მიზნით ქირურგიული ოპერაციის ჩატარება… დაუშვებელი იქნება საგანმანათლებლო დაწესებულებაში ლგბტ პროპაგანდის წარმოება“ – „ოცნებამ“ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კანონების პაკეტი დააინიცირა
„ჩვენ გვესმის სხვადასხვა საუბარი, რომ ქორწინების ალტერნატიული ფორმები იქნას შემოღებული საქართველოში, ამიტომ კანონით დაუშვებელი იქნება, რომ ქორწინების ალტერნატიული კავშირის რეგისტრირება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ქორწინებით დადგენილ პირობას ეწინააღმდეგება. ანუ არ იქნება კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
ჩვენ ვნახეთ უსამართლო გადაწყვეტილებები კანდიდატის სტატუსის არმინიჭების დროს 2022 წლის ივნისში, ასევე შარშან დეკემბერში, როდესაც კანდიდატის სტატუსი კი მოგვანიჭეს, მაგრამ არ გახსნეს მოლაპარაკება საქართველოსთან, მაშინ როდესაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება მოლდოვასთან, უკრაინასთან, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან დაკავშირებით, რომლებიც ათი თავით ჩამორჩებიან საქართველოს, როგორც ცნობილია ყველასთვის.
გარდა ამისა, იყო უსამართლო მოთხოვნები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან, სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. ჩვენ თვეები დაგვჭირდა, რომ ევროპისგან მომდინარე ეს მოთხოვნა ქართველი ხალხისთვის საზიანო ნაბიჯების გადადგმისა, რაღაცნაირად ჩაგვეცხრო.
აქ ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი, ქართულ „ენჯეოებთან“ და პოლიტიკოსებთან სიამ-ტკბილობაში ამ დაზიანებით იყო დაკავებული. ასე რომ, არ გვაკვირვებს უსამართლობა“. – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.