LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაჭარაშვილი: „არაერთხელ მოვუწოდე ოპოზიციას, რომ შავი სიზმრები და ხვრელები მათი ფანტაზიის ნაყოფი იყო და ნაკურთხი წყლისთვის მიემართათ.. თუ ისეთი სანქციებია მოსული, რომ ვერც ვხედავთ და ვერც ვგრძნობთ, მაშინ შეიძლება მივიღეთ“

133
გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის სანქციებზე

„არაერთხელ მოვუწოდე ოპოზიციას, რომ შავი სიზმრები და ხვრელები მათი ფანტაზიის ნაყოფი იყო და ნაკურთხი წყლისთვის მიემართათ, თუმცა, როგორც ჩანს, მათ ნაკურთხი წყლის ეშინიათ და ამიტომ გაგრძელდა ეს შავი ხვრელები და სიზმრები, გაიღვიძეს და მერე „მეილები” შეამოწმეთო“, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ხელისუფლების წარმომადგენლება სანქციებთან დაკავშირებით „მეილი” მიიღეს.

„მე მაქვს უკვე ინფორმაცია, რომ კონკრეტულად არსებობენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, ვისი ოჯახის წევრებსაც უკვე მისდით კონკრეტული შეტყობინებები ვიზების გაუქმების შესახებ… ეს ინფორმაცია მალე გავრცელდება“ – ხატია დეკანოიძე  

გურამ მაჭარაშვილის თქმით, „ერთადერთი მესიჯი, რაც მათ მიიღეს, მომავალში თანაბარი ურთიერთობების ფორმატში გაგრძელება იყო“.

„თუ ისეთი სანქციებია ჩვენთან მოსული, რომ ვერც ვხედავთ და ვერც ვგრძნობთ, მაშინ შეიძლება მივიღეთ, რადგან მსგავსი ჩვენ არაფერი მიგვიღია…

რით ვერ მიხვდნენ იმას, რომ საქართველოს ერთიანობაზე და სუვერენიტეტზეა საუბარი. როდესაც ისინი ამბობენ, რომ სანქციები ჯერ გზაში იყო და ახლა წესით ჩვენამდეა მოსული [ამას გვიმტკიცებს ოპოზიცია], თუ ისინი სიზმარში არიან, ჩვენ ცხადში ვცხოვრობთ და რეალურად ეს სანქციები არ არის. რაც შეეხება მომავალ ურთიერთობას, თავად ამერიკის მხრიდან იყო ეს შემოთავაზება, რომ ერთგვარად გადაიხედოს, რომ მომავალში გვქონდეს პარტნიორული ურთიერთობები, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ, რა თქმა უნდა, თანაბარი ურთიერთობების პირობებში”, – თქვა გურამ მაჭარაშვილმა.

ია მეურმიშვილი: „სავიზო შეზღუდვების პოლიტიკა უკვე ძალაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ სანქციები ნამდვილად იქნება“

შეგახსენებთ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის თქმით, „საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე აშშ-ს პასუხს განიხილავენ“.

„ჩვენ სანქციების ახალი პოლიტიკა გამოვაცხადეთ, ჩვენ ინდივიდუალური სანქციები ჯერ არ გამოგვიცხადებია და აქ გავჩერდები, მაგრამ ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ მათ დაწესებაზე არ ვიყოყმანებთ“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

პოპულარულები