LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი კოლეგებთან ერთად, საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს შეხვდა და დამდეგი აღდგომა მიულოცა

73
Capture312231

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კოლეგებთან ერთად საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს შეხვდა და დამდეგი აღდგომა მიულოცა. როგორც პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს, შეხვედრისას უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

მისივე განმარტებით უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, ქართველი ხალხის განსაკუთრებულად მადლიერნი არიან.

„დღეს, კოლეგებთან ერთად, საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეები მოვინახულეთ და დამდეგი აღდგომა მივულოცეთ.

გავუზიარეთ ჩვენი ემოციები, რომელიც უკრაინასთან გვაკავშირებს. ვისაუბრეთ უკრაინაში მიმდინარე რუსულ აგრესიაზე, მაგრამ, საუბრის ძირითადი თემა იყო თუ როგორ უნდა გავიხედოთ წინ. ახლა მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებმა, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, იგრძნონ ზრუნვა როგორც ქვეყნის, ისე ადამიანების მხრიდან, შეიძინონ ახალი მეგობრები, გაეცნონ საინტერესო ამბებს და ეს პერიოდი, რომელიც, მართალია, ტრაგიკულია, მაგრამ ამავე დროს, მათი ცხოვრების ნაწილია, საქართველოში გაატარონ მთელი სისავსით. უკრაინელები გვესაუბრნენ იმ სითბოზე, რომელსაც ყოველდღე გრძნობენ საქართველოში. ისინი ქართველი ხალხის განსაკუთრებულად მადლიერნი არიან“,- წერს შალვა პაპუაშვილი.

„საქართველოს უყვარხარ. მამაშენი გმირია!“ – არჩილ თალაკვაძე 5 თვის უკრაინელ პატრისიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები