LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: მიმდინარეობს ფაშიზმის, ზიზღის კამპანია, რომელშიც პირდაპირ არიან ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები

130
შალვა პაპუაშვილი

„რასაც ვაკვირდებით, არის ფაშიზმი. მიმდინარეობს ზიზღის კამპანია. ეს ხდება იმ ადამიანებისგან, ვისაც თავი მოაქვთ ადამიანის უფლებების დამცველად და ა.შ. მათ შორის არიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირ ჩართული არიან ფაშიზმის კამპანიაში“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ზოგ ქვეყანაში, მსგავსი რამ, ასი წლის წინ ხდებოდა და საქართველოშიც მოხდა ბოლშევიკების ხელით, როცა უნივერსიტეტებში პროფესორებს არ უშვებდნენ.

კობახიძე: „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტმა ამოქმედების გარეშე მოიტანა იმაზე დიდი შედეგი, ვიდრე ამოქმედებით შეეძლო მოეტანა

„ასი წლის თავზე ამას იმეორებს ის ხალხი, ვისაც პრეტენზია აქვს, რომ რაღაც საკითხებში არის ჩახედული. ამდენი დღე გავიდა და ამ ფაშისტურ კამპანიას არ წყვეტენ, ცდილობენ, გარიყონ სხვები.

ამაზე არასამთავრობის მხრიდან რეაგირება ნულოვანია, ვინც ამ კამპანიას დაგმობდა და გამოავლენდა ამ კამპანიის ავტორებს და გაემიჯნებოდნენ.

პირიქით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ჩართული არიან ზიზღის კამპანიაში, რაც სხვა არაფერია, თუ არა ფაშიზმი და ბოლშევიზმი.“– განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი: ყოფილი სახალხო დამცველი ჩვეულებრივ ფაშისტურ განცხადებებს აკეთებს და მოუწოდებს სხვებს, ადამიანები საზოგადოებისგან გარიყონ – ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები