LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტმა ამოქმედების გარეშე მოიტანა იმაზე დიდი შედეგი, ვიდრე ამოქმედებით შეეძლო მოეტანა

154
Untitled design (1)

„ყველამ აღიარა, რომ აგენტობა სათაკილოა, ვისი აგენტიც უნდა იყო: ჩრდილოეთის, დასავლეთის, სამხრეთის თუ აღმოსავლეთის“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძე: „ნაციონალი ლექტორები, სტუდენტებს აქციებში მონაწილეობის სანაცვლოდ ნიშნების მომატებას სთავაზობდნენ“

კობახიძის თქმით, „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტმა ამოქმედების გარეშე ბევრად მეტი შედეგი მოიტანა:

„კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ კანონპროექტმა „უცხოელი აგენტების შესახებ“ ამოქმედების გარეშე მოიტანა იმაზე დიდი შედეგი, ვიდრე თუნდაც ამოქმედებით შეეძლო მოეტანა.

პირველ რიგში, ყველამ აღიარა, რომ აგენტობა სათაკილოა, ვისი აგენტიც უნდა იყო: რდილოეთის, დასავლეთის, სამხრეთის თუ აღმოსავლეთის;

საზოგადოება ახლა უკვე ერთმანეთისგან უკეთ არჩევს უცხოური გავლენის აგენტებს, ხალხის გავლენის აგენტებისგან.

ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობდნენ ბაკურიანის გეგმის განხორციელებას, სცენიდან ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას, ცდილობენ ეკლესიის რეპუტაციის შერყევას, აწარმოებენ ლგბტ პროპაგანდას, უპირისპირდებიან ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და ა.შ. სინამდვილეში არა ქართველი ხალხის, არამედ უცხოური გავლენის აგენტები არიან.

გარდა ამისა, კანონპროექტების გარშემო გაშლილი დისკუსია მომავალშიც ეფექტიანად აგვაცილებს თავიდან ბაკურიანის გეგმის განხორციელებას, ანუ „ენჯეოების“ ჩართულობით ხელისუფლების გადატრიალებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე: ხელისუფლებისა და „ნაცმოძრაობის“ ურთიერთდაპირისპირებაში კიდევ ერთხელ გათამაშდა „კავკასიური ცარცის წრე“ – როდესაც დავინახეთ, რომ „ნაცმოძრაობა“ „ბავშვს სასიკვდილოდ იმეტებდა“, ხელისუფლებამ მყისიერად გაუშვა მას ხელი

კობახიძე: 2012 წლამდე სპეცრაზმი ძალადობა მომიტინგეებზე, ხოლო ახლა მომიტინგეები სპეცრაზმზე

კობახიძე: არა ვიქტორ ყიფიანი ჩაეხსნა ბიძინა ივანიშვილს, არამედ ივანიშვილმა ჩახსნა ის

mazda magti 5g