LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: 2012 წლამდე სპეცრაზმი ძალადობა მომიტინგეებზე, ხოლო ახლა მომიტინგეები სპეცრაზმზე

133
მუმლაძე და დათო სააკაშვილი

2012 წლამდე სპეცრაზმი ძალადობა მომიტინგეებზე, ხოლო ახლა მომიტინგეები ძალადობდნენ სპეცრაზმზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და პარლამენტთან 7 მარტს აქციის დროს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, სადაც ახლად არჩეულ სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს აქციის მონაწილეებმა კვერცხები ესროლეს.

როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, ამ პროცესებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ნაცმოძრაობა უდრის ძალადობას.

„გასული კვირის განმავლობაში განვითარებულმა პროცესებმა კიდევ ერთხელ აჩვენა კოლექტიური ნაცმოძრაობის, გლობალური ომის პარტიის აგენტების ნამდვილი სახე. ამ პროცესებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ ნაცმოძრაობა უდრის ძალადობას. საზოგადოებას წინა ხელისუფლების პირობებშიც ახსოვს სპეცრაზმისა და მომიტინგეების ურთიერთდაპირისპირების მაგალითები. 2012 წლამდე სპეცრაზმი ძალადობა მომიტინგეებზე, ხოლო ახლა მომიტინგეები ძალადობდნენ სპეცრაზმზე. ამას აქვს ერთადერთი ლოგიკური ახსნა, 2012 წლამდე ნაცმოძრაობა იდგა მოძალადე სპეცრაზმის უკან, ხოლო ახლა ნაცმოძრაობა იდგა მოძალადე მომიტინგეების უკან,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g