LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: „საქართველოში ევროკავშირის დაფინანსებაც გაუმჭვირვალეა.. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ჯოზეფ ბორელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი წაკითხული არ აქვს“

130
შალვა პაპუაშვილი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეხმიანება.

„შეშფოთებულები ვართ – ვიმეორებ, ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან შეუთავსებელია“ – ჯოზეფ ბორელი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე

როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის „აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ ჯოზეფ ბორელს აღნიშნული კანონპროექტი წაკითხული არ აქვს“.

„როცა ჩვენ გამჭვირვალობის კანონზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ქართველი ხალხის ინტერესიდან გამომდინარე კანონი. ეს შეიძლება არ შედიოდეს სხვების ინტერესებში, განსაკუთრებით მათ ინტერესებში, ვისი ფინანსებიც საქართველოში გაუმჭვირვალედ შემოდის და სამწუხაროდ, ევროკავშირის დაფინანსებაც საქართველოში არის გაუმჭვირვალე. ჩვენ ვიცით მაგალითები, მაგალითად „ევროპის დემოკრატიის ფონდი“, რომელიც საქართველოში საკუთარ დაფინანსებას მალავს, რაც არის სწორედ რომ ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგო.

სამწუხაროდ, ერთი წლის განმავლობაში, ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურასთან კომუნიკაციით ვცდილობდი, რომ დამერწმუნებინა თავად ევროკავშირის წარმომადგენლები, რომ ევროპული ღირებულებებისგან გადახვევით, საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პოლიტიკური პარტიების ფარულად დაფინანსება არის არასწორი საქციელი. სამწუხაროდ, ვერ შევძელი, ამიტომაც გვიწევს კანონის მიღება.

მე სხვების ნაცვლად ვერ გიპასუხებთ, მაგრამ პრობლემა არის შემდეგში – სინამდვილეში, არის მცდელობა, აიკრძალოს დისკუსია, რაც არის ანტიევროპული ქცევა; სინამდვილეში, არის მცდელობა ჩაიხშოს საღი აზრი, რაც არის ანტიევროპული ქცევა; სინამდვილეში, ეს არის მცდელობა, რომ იყოს საუბარი ლოზუნგებით და არა შინაარსით. ჩვენ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში რასაც ვაკეთებთ, ვთავაზობთ შინაარსს და რადიკალური ოპოზიციის ქცევას ვხედავთ, რას აკეთებს? ხევს პლაკატებს, სადაც არის კანონპროექტის ლინკი მითითებული. უნდათ საზოგადოება ამყოფონ ამ ინფორმაციის გარეშე… დარწმუნებული ვარ, ჯოზეფ ბორელს არ აქვს წაკითხული ეს კანონპროექტი, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

,,უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონთან დაკავშირებით აშშ ღრმად შეშფოთებული რჩება” – სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები