LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი: თუკი ვინმე დღეს დავით აღმაშენებელს განასახიერებს, ეს არის „ქართული ოცნება“

231
შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „თუკი ვინმე დღეს დავით აღმაშენებელს განასახიერებს, ეს არის „ქართული ოცნება.“ ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოში, 2022 წლის საქმიანობის ანგარიშისა და 2023 წლის სამოქმედო გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მისი შეფასებით, „სწორი მიზნები ბევრ ქართველ მეფეს ჰქონდა და ბევრი მეფე ისე ვერ შევიდა ისტორიაში, როგორც დავით აღმაშენებელი, და თუკი დავით აღმაშენებელი რამით შევიდა ისტორიაში, იმიტომ შევიდა, რომ მას სწორ მიზნებთან ერთად მხურვალე ცეცხლით ანთებულ გულთან ერთად, ცივი დ რაციონალური გონი ჰქონდა.“

პარლამენტმა ხელი შეუწყო ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას – შალვა პაპუაშვილის წლიური ანგარიში

„სწორედ ამ ცივი, რაციონალური გონით და გადაწყვეტილებით, ზუსტ და საჭირო მომენტში საჭირო გადაწყვეტილებებით და ამისთვის ზუსტი მომენტის მოძებნით შევიდა ის ისტორიაში.

თუკი დღევანდელ პოლიტიკურ ლანდშაფტში, რომელიმე პოლიტიკური ძალა იმ პოლიტიკურ მიდგომებს განასახიერებს, რომელიც დავით აღმაშენებელს ჰქონდა, ეს სწორედ „ქართული ოცნებაა“, რომელიც გადაწყვეტილებებს ცხელი პატრიოტული გულით და ცივი რაციონალური გონით იღებს.“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

EU-ს რომელი რეკომენდაციები შეასრულა საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად – პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპულ პერსპექტივაზე დეტალურად ისაუბრა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g