LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შალვა პაპუაშვილი – უკრაინის რადას სპიკერმა მადლობა გადამიხადა თანადგომისთვის, ამით ყველაფერი ნათქვამია

137
249716_cover_b

საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის ხელისუფლებისადმი კრიტიკას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პასუხობს.

მისი თქმით, ქვეყნის შიგნით, ოპოზიციის ნაწილი და გარკვეული ჯგუფები უკრაინაში დაკავებულები არიან იმით, რომ უკრაინა და საქართველო ერთმანეთს რამენაირად გადაკიდოს.

“უკრაინის რადას სპიკერმა, გუშინ, მადლობა გადამიხადა თანადგომისთვის, ამით ყველაფერი ნათქვამია – მნიშვნელოვანია, საქართველოში უკრაინას ნამდვილი ელჩი წარმოადგენდეს და არა საელჩოს თანამშრომელი”, – აცხადებს პაპუაშვილი.

უმრავლესობის წევრი ამბობს, რომ არ სურს “საელჩოს თანამშრომელთან დისკუსიაში შევიდეს”.

„მე გუშინ მქონდა კომუნიკაცია ჩემს კოლეგასთან, უკრაინის რადას ხელმძღვანელთან, მივიღე მადლობა მისი მხრიდან, ჩვენი მხარდაჭერისთვის. ეს არის, რასაც მე ვაფასებ. უკრაინის საელჩოს ცალკეული წარმომადგენლის განცხადებებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. იმედი მაქვს, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხთან დაკავშირებით გაესაუბრება მას. მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ამ პერიოდში, უკრაინას საქართველოში ნამდვილი ელჩი წარმოადგენდეს და არა საელჩოს თანამშრომელი. ვხედავთ, რომ ქვეყნის შიგნით, ოპოზიციის ნაწილი დაკავებულია მხოლოდ ერთი რამით, რომ რამენაირად გადაკიდოს ერთმანეთს უკრაინა და საქართველო. სამწუხაროდ, არის ჯგუფები უკრაინაშიც, რომლებიც ცდილობენ, რომ უკრაინა და საქართველო ერთმანეთს გადაკიდონ, მაგრამ მიხარია, რომ უკრაინის რადასა და საქართველოს პარლამენტს შორის არის თბილი ურთიერთობები. ვფიქრობ, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში ჩვენ ეს დავამტკიცეთ. არ მინდა საელჩოს თანამშრომელთან დისკუსიაში შევიდე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ანდრი კასიანოვი: „რიგ შემთხვევებში ქართველი პოლიტიკოსები „ქართული ოცნებიდან“ რუსული პროპაგანდის ტყუილებს ავრცელებენ“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g