LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდრი კასიანოვი: „რიგ შემთხვევებში ქართველი პოლიტიკოსები „ქართული ოცნებიდან“ რუსული პროპაგანდის ტყუილებს ავრცელებენ“

169
ღარიბაშვილი და კასიანოვი

„რიგ შემთხვევებში ქართველი პოლიტიკოსები „ქართული ოცნებიდან“ რუსული პროპაგანდის ტყუილებს ავრცელებენ“, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა ომის წლისთავთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და საქართველოს ხელისუფლება მისი პოზიციის გამო მწვავედ გააკრიტიკა.

კასიანოვის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შემდეგ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციებით დარჩა შთაბეჭდილება, რომ „ქართული დელეგაცია სხვა კონფერენციას დაესწრო.“

„მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უკრაინამ მიიღო უდავო მხარდაჭერა, არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ პრაქტიკული: მძლავრი თანამედროვე იარაღის, სამხედრო აღჭურვილობის, საბრძოლო მასალის, მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების სახით, საერთო მტერზე – ფაშისტურ რუსეთზე უკრაინის საბოლოო და შეუქცევადი გამარჯვების ინტერესებში.

ანდრეი კასიანოვი: „უკრაინისა და საქართველოს მტერი საერთოა.. საქართველოში აღმართული ყველა უკრაინული დროშა ქართველი ხალხის სოლიდარობაა“

ამასთან, მიუნხენში მხარი დაუჭირეს მშვიდობის მიღწევის, ქვეყნების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის ნაწილში საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების მიმართ პატივისცემის აღდგენის ძირითად გზებს, რაც ასახულია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შემოთავაზებულ „მშვიდობის ფორმულაში“, – აღნიშნა ანდრი კასიანოვმა.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის კონფერენციის შემდეგ თქვა, რომ „საქართველომ უნდა გაატაროს მხოლოდ ის ინტერესები, რომლებიც ჩვენს ხალხს და ქვეყანას სჭირდება“ იმის გათვალისწინებით, რომ „გამოსავალი არ ჩანს“ და არავინ იცის, როდის დასრულდება ომი.

იმპერიის ჩამოშლის შანსი, კვლავ გაუტეხელი უკრაინელები და შეცვლილი მსოფლიო დღის წესრიგი – რუსეთის აგრესიის 1 წელი

„უკრაინის ომი არის გარდამტეხი მომენტი, მისი დასრულების შემდეგაც ახალი მსოფლიო წესრიგი შეიქმნება. ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ადგილი და როლი უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურაში.“

უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ „უკრაინულ მხარეს არ მიუღია არც ერთი სამშვიდობო ინიციატივა საქართველოს მთავრობისგან, ისევე როგორც ოფიციალური პასუხი უკრაინის მშვიდობის ფორმულის მისაღებობისა და მიზნების განხორციელებაში საქართველოს მონაწილეობის შესახებ.“

კასიანოვმა ისაუბრა დეფიტიზმის ფენომენზეც (რიტორიკა, იმის შესახებ, რომ მაინც არაფერი გამოგვივა) ქართულ პოლიტიკაში და თქვა, რომ „საქართველოს მოქალაქეების მუდმივი დაშინება, შეურაცხყოფა და არამეგობრული გამონათქვამები მთავარი მოკავშირეებისა და სტრატეგიული პარტნიორების მიმართოთ, არ არის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე პასუხისმგებელი პოლიტიკის ნიშანი.“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g